пятница, 6 октября 2017 г.

პროექტი

"აწმყო შობილი წარსულისაგან..."   
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები პოპულარიზაციას გაუწევენ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ  ისტორიულ-კულტურულ ძეგლებს.
პროექტის მიზნები: პროექტი ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას ჩვენს რაიონში,ახალგაზრდებში პატრიოტული გრძნობების გაზრდას,წარსულის ღირებულებების მოვლასა და გაფრთხილებას.
მონაწილეთა ასაკი:   15-16 წელი
პროექტის ხანგრძლივობა-3 კვირა
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შექმნიან ბუკლეტებს, ბროშურებს, ვებ-გვერდებს. პროექტში ჩართავენ უფროსი თაობის წარმომადგენლებს საჭირო ინფორმაციის, ექსპონატების,მათ შორის დოკუმენტური,აუდიო, ვიდეო და სხვა მასალების მოსაპოვებლად.
პროექტისათვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, სახელმძღვანელო
პროექტის მსვლელობა: მოხდება მოსწავლეთა დაყოფა ჯგუფებად პროექტის გეგმის მიხედვით, მათი გაგზავნა რაიონის სხვადასხვა კუთხეში და მოხდება დროში გაწერილი
დავალებების შესრულება ( ლაშქრობა,ძეგლების მოვლა-დასუფთავება, კვლევების ჩატარება (ანკეტირება)
საგნებთან ,ესგ-თან კავშირი:ისტორიის, ქართულის, გეოგრაფიის  საგნობრივი კავშირი
ესგ-ის შსაბამისად.
პროექტის ხელმძღვანელი: გურამ ლომიძე
ხელმძღვანელის  ელ. ფოსტა: 55lomidze.g@gmail.com


კრიტერიუმები
ინდიკატორები

1–4
5–6
7–8
9–10
სასწავლო პროექტის თემის აქტუალობა/მნიშვნელობა
არ ჩანს სასწავლო პროექტის აქტუალობა.
არ არის აღწერილი , როგორ შეუწყობს ხელს მოცემული თემის შესწავლა მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებას, ცოდნის გამოყენებას პრაქტიკაში
აღწერილია პროექტის თემის აქტუალობა, თუმცა საჭიროებს დაზუსტებას, როგორ შეუწყობს ხელს მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას, შეძენილი უნარების ინტეგრირებას.
ნათლად არის წარმოდგენილი პროექტის თემის აქტუალობა,აღწერილია, როგორ შეუწყობს ხელს მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას და როგორ დაეხმარება მათ მიღებული ცოდნისა და შეძენილი უნარ–ჩვევების პრაქტიკაში გამოყენებაში.
სასწავლო პროექტის მიზნები და შედეგები
არ არის გაწერილი  მიზნები და მოსალოდნელი შედეგები
გაწერილია მიზნები, მოსალოდნელი შედეგები არ შეესაბამება დასახულ მიზნებს.
წარმოდგენილი მიზნები საჭიროებს დაკონკრეტებას, მოსალოდნელი შედეგები ნაწილობრივ შეესაბამება სასწავლო მიზნებს
მკაფიოდაა გაწერილი პროექტის მიზნები, მოსალოდნელი შედეგები სრულად გამომდინარეობს მიზნებიდან.
ინფორმაციის მოძიება და გამოყენება
იყენებს საკუთარ ინფორმაციას, მასალა მწირია, ან არასრულად არის წარმოდგენილი, ხშირ შემთხვევაში შეუსაბამოა თემასთან.
იყენებს მხოლოდ სახელმძღვანელოს ინფორმაციას. მასალა ნაწილობრივ შეესაბამება საკითხს
იყენებს რამდენიმე საინფორმაციო წყაროს, მასალა ძირითადად, შეესაბამება საკითხს
იყენებს მრავალფეროვან ინფორმაციას, მასალა კარგადაა ორგანიზებული,  სრულად შეესაბამება საკითხს.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
პროექტში არ არის წარმოდგენილი, რა სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსია საჭირო პროექტის განსახორციელებლად
სასწავლო მასალა და ტექნიკური უნარები არ შეესაბამება მოსწავლეთა უნარებს.
წარმოდგენილი სასწავლო მასალა მეტ–ნაკლებად შეესაბამება მოსწავლეთა უნარებს. გეგმა მოიცავს ინფორმაციული ტე ქნოლოგიების ინტეგრირებას, მაგრამ არ ჩანს, როგორ
წარმოდგენილი სასწავლო მასალა შეესაბამება მოსწავლეთა უნარებს. ჩანს , როგორ მოხდება ისტ–ის ინტეგრირება
დაგეგმილი აქტივობების თამიმდევრულობა
პროექტში არ არის გაწერილი აქტივობები
პროექტი ძალიან ზოგადად და ზედაპირულადაა ასახული ძირითადი საფეხურები და აქტივობები
პროექტში ასახული აქტივობები ბუნდოვანია, არ ჩანს მათ შორის კავშირი
პროექტში მკაფიოდაა გაწერილი აქტივობები და მათი თანმიმდევრობა
ორიგინალობა
დასტურდება პლაგიატის ელემენტები
მინიმალურად ორიგინალურია
მეტ–ნაკლებად ორიგინალურია
ორიგინალურია




Комментариев нет:

Отправить комментарий